attack on titan

Attack on Titan-ის მანგის ყოფილ რედაქტორს ცოლის მკვლელობისთვის 11 წელი მიუსაჯეს

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმეს, Attack on Titan-ის მანგის ყოფილ რედაქტორს, პარკ იუნ-იანს 2024 წლის 18 ივლისს ცოლის მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაცია IMDB animehunch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტოკიოს უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს იუნ-იანმა თავისი ცოლი, კანაკო მათ სახლში, ქალაქ ბუნკიოში დაახრჩო. 2017 წლის იანვარში დაპატიმრებული იუნ-იანი ამტკიცებდა, რომ მისმა ცოლმა თავი მოიკლა, თუმცა სასამართლომ მის ჩვენებას არარეალური უწოდა. 

თავდაპირველად იუნ-იანმა თქვა, რომ კანაკო კიბიდან დაგორდა (კაცმა სასწრაფო თავად გამოიძახა, მათ ცხედარი კიბის ძირში იპოვეს), თუმცა ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ მისი ცოლი კისერზე ზეწოლის შედეგად დაიხრჩო. 

იუნ-იანის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეუსაბამობის საფუძველზე, საბოლოოდ, ის ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. მსჯავრდებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

კომენტარები