კრიმინალი

თელავში, სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს

თელავში, სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 19-109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმე ასევე აღძრულია სსკ-ს 236-ე მუხლითაც, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები