რუსული რეჟიმი

კალაძე რუხაძეზე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს

ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ყველა ნაბიჯი ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული. ქართული ოცნება იქნება ის გუნდი, რომელიც ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია ეს კანონის ფარგლებში მოხდეს.

თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ ყველა აზრს უნდა მივცეთ არსებობის საშუალება. თუ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, როგორიც იყო სააკაშვილის მეთაურობით რადიკალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეგეც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ საზოგადოებას არ უნდოდა ისეთი საქართველო, როგორიც 2012 წლამდე იყო და შესაბამისი პასუხი გასცა მათ. 

ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია არის ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ გზაზე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. თუ რაიმე ხელშესახები წარმატება გვაქვს, ქვეყნის უმრავლესობის მოსახლეობასთან ერთად, ჩვენი დამსახურებაა.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სამთავრობო მედია TV იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომენტარს იმედის კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პუნქტი ევროინტეგრაციაზე სისულელეა. 

კომენტარები