გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია "ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება".
მათივე ცნობით, "მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - (საფრთხის დონე საშუალო)".