რეკლამა

BOG-ის იდეათეკების შემდეგ, წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით extra.ge-ზე და სულაკაურის მაღაზიებშია (რ)

"ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში" - საქართველოს ბანკმა იდეათეკების პროექტის ფარგლებში ახალ კამპანია 10 დღის წინ დაიწყო. კამპანია წიგნების კითხვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ.

ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულის სამყაროში მოგზაურობისას მკითხველს თანამეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია – სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ. თითოეულმა მათგანმა წიგნი შეარჩია საყვარელი ავტორების მათთვის გამორჩეული ფრაზების, წიგნის ნაწილების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა- წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა… ახალი კამპანიის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა აქვს საზაფხულო საკითხავად შერჩეული წიგნები საყვარელი ინფლუენსერების მოსაზრებებითა თუ კომენტარებით წაიკითხონ და ახლებურად გაიაზრონ სხვადასხვა იდეები.

კამპანიისთვის სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნები მომზადდა და ათივე წიგნში განთავსდა. გამორჩეული დიზაინის მქონე სანიშნები ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელადაც იქცა.

განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის 21 იდეათეკაში. ასევე, მათი შეძენა შესაძლებელია extra.ge-დან და სულაკაურის გამომცემლობაში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე).

"ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია – "ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში" სულ ახლახანს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები და სანიშნები "საქართველოს ბანკის" შესახებ: "საქართველოს ბანკის" შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.7%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.2%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 40.2%) მიხედვით. (2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.8 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/ შეიქმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ". - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

კომენტარები