რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთიდან ჩამოსული კარატის კლუბი "ტორნადო" ბათუმში Z და V სიმბოლიკით შენიშნეს

Николай Левшиц/Facebook

კარატის რუსული კლუბი ტორნადო ბათუმში Z და V საომარი სიმბოლიკებით შენიშნეს. ინფორმაციასა და ფოტოებს ქართულ ამბებზე მომუშავე ბლოგერი და საქართველოს შესახებ ყველაზე დიდი რუსულენოვანი Telegram-არხის ავტორი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს.

ლევშიცის თქმით, გამვლელებმა კარატის კლუბის წევრების მიერ ომის სიმბოლიკიანი მაისურების ტარება გააპროტესტეს, რასაც რუსების მხრიდან აგრესია მოჰყვა. საბოლოოდ, პოლიციის გამოძახების შემდეგ, კლუბის წევრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

"ტორნადო ბათუმში: რუსეთიდან სამხედრო-პატრიოტულმა ბანაკმა V და Z სიმბოლოებით საქართველოში დასვენება მოაწყო.

გუშინ და დღეს რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების დიდი ჯგუფი ზრდასრულებთან ერთად ზემოთ მოყვანილი მაისურებით. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხით გაიარა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ.

საქართველოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სიმბოლოების შეუსაბამობის შესახებ კომენტარების საპასუხოდ, მოზარდების თანმხლები პირები აგრესიულ პასუხებს იძლეოდნენ და ამბობენ, ჩვენ ისე დავდივართ, როგორც გვინდა, ეს თქვენი საქმე არ არისო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ მათ გამვლელების მიმართ მუქარა დაიწყეს, ისინი სასწრაფოდ გაბრუნდნენ სასტუმროში". - წერს ლევშიცი.

V და Z სიმბოლოები 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული აგრესიისა და ომის მხარდამჭერ სიმბოლოებად იქცა.

კომენტარები