საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

შვედეთის საელჩო საქართველოს ნაკრებზე: მადლობა ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის

საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს EURO 2024-ზე "შესანიშნავი გამოსვლისთვის" დიდ მადლობას უხდის.

"შვედეთის საელჩო ქართველ გულშემატკივარს უერთდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის დიდ მადლობას ვუხდით. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის. წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! მომავალში მრავალ წარმატებას გისურვებთ". - წერს საელჩო Facebook-ზე. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

კომენტარები