საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს EURO 2024-ზე "შესანიშნავი თამაშისთვის" მადლობას უხდის.
"ვამაყობთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტით. თქვენ საქართველოს სიხარული და ღირსება მოუტანეთ და მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივრის გულები დაიპყარით. მადლობა შესანიშნავი თამაშებისთვის". - წერს X-ზე EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.