რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 11

TELEGRAM / Yurii Malashko

29 ივნისის საღამოს, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 და დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას თავის ტელეგრამ არხზე, ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ივან ფედოროვი ავრცელებს.

ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მაღაზიები და საცხოვრებელი კორპუსები. მისივე ცნობით, რუსეთმა იერიში განახორციელა შაბათს საღამოს ქალაქის ცენტრში, "სადაც ხალხი თავისუფალ დროს ატარებდა, ყოველგვარი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარეშე".

კომენტარები