ამინდი

16-18 ივნისს მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ზღვაზე შტორმი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე ელოდებიან 3-4-ბალიან შტორმულ ღელვას.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)". - წერს სააგენტო.

კომენტარები