არადეკლარირებული ტვირთი

შემოსავლების სამსახური: წითელ ხიდზე 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელი შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახური

წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილში მოწყობილ სამალავში 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის - „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი იქნა 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი" - წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

კომენტარები