ამინდის პროგნოზი

უახლოეს საათებში კახეთში წვიმამ შესაძლოა, მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 12 ივნისს, უახლოეს საათებში, კახეთის რეგიონში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა კახეთის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - წერს სააგენტო.

კომენტარები