რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევმა გაავრცელა რუსეთის დღის მილოცვის ვიდეო, რომელშიც უკრაინა რუსეთის შემადგენლობაშია

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრა-არხზე გაავრცელა რუსეთის დღის მილოცვის ვიდეო, რომელშიც ჩანს რუკა, რომელზეც უკრაინა სრულად არის რუსეთის შემადგენლობაში მოქცეული.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული ოლქები: ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი და ლუგანსკი საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა. აქამდე, 2014 წელს მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. 2022 წლიდან საკუთარ მიწებად გამოცხადებულ ტერიტორიებს რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს. ამ რეგიონებს რუსეთი რუკაზე საკუთარ ტერიტორიებად გამოსახავს, თუმცა სრული უკრაინის რუსეთის დროშის ქვეშ გამოხატვა ახალი პრაქტიკაა.

დმიტრი მედვედევი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებულად რადიკალური და პროვოკაციული მოსაზრებებითა და სიტყვით გამოსვლებით ხასიათდება, როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მიმართ.

კომენტარები