რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევზე მორიგი კომბინირებული იერიში მიიტანა

რუსეთმა კიევზე მორიგი კომბინირებული იერიში მიიტანა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გამოიყენეს როგორც ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ისე დრონები.

"მტერმა დედაქალაქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმა კომბინირებული იყო, სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით. მოწინააღმდეგემ გაუშვა Х-101, Х-555, Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Ту-95МС-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ბორტებიდან. ეს რაკეტები კიევში სამხრეთის მიმართულებიდან რამდენიმე ტალღად შემოვიდეა. ფაქტობრივად რაკეტების თანადროულად დედაქალაქის მიმართულებით, იმავე სამხრეთის მიმართულებიდან, წამოვიდა მტრის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები. ამ თავდასხმის მოგერიების დროს მოწინააღმდეგემ დედაქალაქის მიმართულებით ბალისტიკური იარაღიც გამოიყენა." – წერს კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია.

საჰაერო განგაში კიევში 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა დილის საათებში განგაშის ხმა ხელახლა გაისმა. არსებობს ბალისტიკური თავდასხმის საფრთხე.

ასევე ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ჩამოგდებულია ყველა სამიზნე, რომელიც დედაქალაქს ემუქრებოდა და, წინასწარი ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

თუმცა, გასული ღამის თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში საწარმო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ჩამოგდებული ობიექტების ნამტვრევებმა დაზიანებები გამოიწვია რამდენიმე სხვა რაიონშიც, დაიჭრა ერთი ადამიანი.

უკრიანის შეიარაღებული ძალების ცნობით, 12 ივნისის ღამეს მათ ჩამოაგდეს 30-დან 29 სამიზნე: კინჟალის ტიპის ერთი ჰიპერბგერითი რაკეტა, 4 ერთეული Х-101/Х-555 ფრთოსანი რაკეტა და 24 შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონი.

კომენტარები