ქართულ-ებრაული მემკვიდრეობა

თბილისის ებრაული მემკვიდრეობა - ლაშა შაყულაშვილის ტური ფეთხაინში

ლაშა შაყულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და ებრაისტია.

ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკვლევარმა მისი ინიციატივით თბილისის  ქართულ-ებრაული ეთნიკური თემების, მათი მემკვიდრეობითი ისტორიის შენარჩუნების და საკითხის ირგვლივ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საექსკურსიო პროექტი შექმნა.

სამ საათიანი ტურის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ თბილისში არსებული / შენარჩუნებული ურბანისტული, კულტურული ძეგლები, და არტეფაქტები, რომლებიც ქართულ-ებრაული მემკვიდრეობის ნაწილია.

ტურის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმს და თბილისის ყოფილ ებრაულ უბანს, ფეთხაინს ესტუმრნენ, სადაც მათ დაათვალიერეს შენარჩუნებული არტეფაქტები და გაეცნენ ქართულ-ებრაული ეთნიკური თემების 26 საუკუნოვან ისტორიას საქართველოში.

ლაშა შაყულაშვილი პირველი ქართველი ებრაისტია, რომელმაც ქართულ საუნივერსიტეტო, აკადემიურ სივრცეში იდიშური ენის სწავლება დააბრუნა. 

 

კომენტარები