რუსეთი

რუსეთის კულტურის სამინისტრო: გაქირავებაში მხოლოდ "ტრადიციული ღირებულებების" ფილმები იქნება

რუსეთის კულტურის სამინისტროს შენობა
Ria Novosty

რუსეთის კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიისა და ციფრული განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, დმიტრი დავიდენკოს თქმით, ფილმებისთვის გაქირავების ლიცენზიის გაცემის წესები შეიცვლება. სამინისტროს გეგმით გაქირავების უფლებას მხოლოდ "ტრადიციული ღირებულებების" მქონე ნაწარმი მიიღებს.

დეპარტამენტის დირექტორის თქმით, კინემატოგრაფისტებს "მზა პროდუქტი" მოაქვთ, რომელშიც "არის მომენტები, რომელთა ჩვენება ეთიკურად დაუშვებელია". ასე რომ არ მოხდეს, ახალი წესების მიხედვით "ფილმები უნდა შეესაბამებოდეს რუსულ ტრადიციულ ღირებულებებს".

მაგალითისთვის მაღალჩინოსანმა მოიყვანა რეჟისორ სანდრიკ ანდრეასიანის სერიალი Несломленная, რომელიც ერთ-ერთი რეალურად არსებული სერიული მკვლელის ისტორიას ეფუძნება.

"არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვა დაუშვებელია. ფილმის გმირი არაჯანმრთელი ადამიანია, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მან 17 წელი მოიხადა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის შესახებ სერიალის გადაღებაა საჭირო". – ამბობს დავიდენკო.

კომენტარები