თბილისის მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მეტრო დაახლოებით 19:45 საათზე ტექნიკური ხარვეზის გამო გაჩერდა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის გამოსასწორებლად.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ერთი სადგურიდან გახდა საჭირო ხალხის გამოყვანა და ისინი გვირაბის საშუალებით უკვე გამოიყვანეს, მათივე ინფორმაციით მოძრაობა მალე აღდგება.





