კრიმინალი

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბათუმში ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბათუმში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. 

სუსის ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ შენახული  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პოსტილეტებ და ხელყუმბარები იპოვეს. ასევე, არსებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.

კომენტარები