რუსეთი

მედია: ბელგოროდში რუსული ტანკი ავტომობილს დაეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
Pepel

რუსული მედია Pepel-ის ინფორმაციით ბელგოროდის ოლქში ტანკი ავტომობილს დაეჯახა. შედეგად მსუბუქი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

Pepel-ის ცნობით შემთხვევა 1 ივნისის ღამეს მოხდა, მოგვიანებით კი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც დაღუპული მძღოლის ცხედარი ჩანს.

ბელგოროდის ოლქის პოლიციის ანგარიშში, აღნიშნულ დროს, ავტოსაგზაო შემთხვევა რეგისტრირებული არ არის.

Pepel-ის მტკიცებით მანქანას რუსული ტანკი დაეჯახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამხედრო მართავდა. დაღუპული მძღოლის სახელია ანდრეი ალექსეევი, ის სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და ცვლის დასრულების შემდეგ საკუთარი მსუბუქი ავტომობილით სახლში ბრუნდებოდა.

როგორც Pepel იუწყება, ტანკის ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამხედროები 3 კილომეტრის მოშორებით დააკავეს.

მედიის ინფორმაციით ტანკის ეკიპაჟმა ავარიამდე ცოტა ხნით ადრე გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაღუპულის ქვრივი ოლქის გუბერნატორთან, ვიაჩესლავ გლადკოვთან შეხვედრას აპირებს.

კომენტარები