რეკლამა

Star Car – დაიქირავე ავტომობილი მარტივად ყველაზე კომფორტული პირობებით (რ)

ფოტო: Star Car

Star Car მანქანების გაქირავების წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებად ექცეთ. სიმარტივე, მოქნილობა, ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი ავტოპარკი და სერვისები - ეს იმ უპირატესობების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც Star Car მოგზაურებს სთავაზობს.

დაჯავშნე სასურველი ავტომობილი მარტივად

მოგზაურობის დაგეგმვა არცთუ ისე მარტივი პროცესია, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. Star Car-ით სარგებლობის შემთხვევაში კი, მრავალ საზრუნავთა შორის მანქანის დაქირავება ნამდვილად არ მოხვდება.იმისთვის, რომ დაჯავშნო ავტომობილი, საკმარისია ეწვიო კომპანიის ვებ-გვერდს მისამართზე - https://starcar.ge/en/. აქ დაგხვდება სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი. თითოეულ მათგანს ახლავს დეტალური აღწერილობა, რაც დაგეხმარება სწრაფად მოძებნო შენს საჭიროებებზე მორგებული მანქანა. ბაზისური მონაცემების შევსების შემდეგ კი, აქვე დაჯავშნი შერჩეულ ავტომობილს.

აიყვანე მანქანა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე

არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის რომელი წერტილიდან გეგმავ მოგზაურობის დაწყებას, Star Car-ის გუნდი დაჯავშნილ ავტომობილს შენთვის სასურველ ლოკაციაზე მოგიყვანს. ამისათვის საჭიროა, კომპანიას მინიმუმ 24 საათით ადრე აცნობო, რათა დროულად მოხდეს შენთვის მანქანის ჩაბარება. თუ შენი
მოგზაურობის ათვლის წერტილი ქუთაისშია, მაშინ მანქანის აყვანასა და ჩაბარებას სრულიად უფასოდ შეძლებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია ეწვიო Stacar-ის ვებგვერდს - https://starcar.ge/en/car-rental-kutaisi-georgia.

გადაადგილდი შეზღუდვების გარეშე

კომპანია არ აწესებს ლიმიტს კილომეტრაჟზე. ამიტომ Star Car-თან ერთად, შენ გაქვს სრული თავისუფლება იარო იმდენი, რამდენიც გინდა და დაფარო ნებისმიერი მასშტაბის დისტანცია. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია ისარგებლო მძღოლის მომსახურებითაც, თანაც, ამ შემთხვევაშიც ულიმიტოდ. გადაკვეთე საზღვარი და ეწვიე მეზობელ ქვეყნებს Star Car იმ ქართული კომპანიების უმცირეს ჩამონათვალშია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაქირავებული ავტომობილით გადაკვეთონ საზღვარი და მოინახულონ მოსაზღვრე ქვეყნები. კონკრეტულად კი, შენ შესაძლებლობა გექნება საქართველოს გარდა, Star Car-ის მანქანით მოიარო სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში, კომპანიას წინასწარ უნდა აცნობო, რათა კომპანიამ დროულად მოამზადოს საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

მიიღე მხარდაჭერა დღე-ღამის ნებისმიერ დროს

Star Car-თან ერთად შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან მისი მხარდაჭერის გუნდი 24/7-ზე გაგიწევს მომსახურებას. არ აქვს მნიშვნელობა მანქანის დაქირავებასა და ტექნიკურ საკითხებზე გაქვს კითხვები, თუ მოგზაურობის დაგეგმვაში გჭირდება დახმარება, კომპანიის თანამშრომლები ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას მოგაწვდიან და გაგიწევენ კონსულტაციას. საბოლოოდ კი, Star Car-ის ყველა ამ უპირატესობის დახმარებით, შეძლებ თავიდან აიცილო მოგზაურობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები და უბრალოდ ისიამოვნო ახალი ადგილების აღმოჩენით.

კომენტარები