რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეიცარია რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს

https://www.globalarbitrationnews.com/

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ჯაშუშების განდევნის არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას. ინიციატივის მთავარი სამიზნეები რუსეთის დაზვერვის აგენტები არიან.

ორშაბათს, 27 მაისს, კენჭისყრის შედეგად 32 ხმით 9-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც ქვეყნიდან გააძევებენ ყველა რუს ან სხვა უცხოელ ჯაშუშს.

"უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია მყისიერად რეაგირებს მისი უსაფრთხოების დარღვევაზე და იცავს საკუთარ თავს". - თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, რომელიც ჯაშუშების განდევნის ინიციატივის აქტიური მხარდამჭერია.

ამჰერდის თქმით, მთავრობას სურს თანმიმდევრულად განდევნოს დაზვერვის ოფიცრები, რომელთა საქმიანობა საფრთხეს უქმნის შვეიცარიის უსაფრთხოებას ან მის, როგორც სამშვიდობო სამიტის მასპინძელი სახელმწიფოს, როლს. ნეიტრალური შვეიცარია ჯაშუშებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სამიზნეა. ადგილობრივი სადაზვერვო სამსახურების ცნობით,  ეს განსაკუთრებით რუს ჯაშუშებს ეხება.

15-16 ივნისს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის ომის დასრულების პროცესია.

რუსეთი სამიტზე მოწვეული არაა. შვეიცარიის წარმომადგენლების თქმით, ოფიციალურ მოსკოვს თავად არ აქვს მონაწილეობის სურვილი.

კომენტარები