საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი-კონსორტი კამილა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მაც მიულოცა. წერილს მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სწერენ და მასთან ერთად სრულიად საქართველოს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს.

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 

როცა თქვენ და საქართველოს ხალხი აღნიშნავთ ამ განსაკუთრებულ დღეს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეა, მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს პატივი, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ აღმატებულებასა და საქართველოს ხალხს.

მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, ეს იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს წლების განმავლობაში. 

მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და თქვენ და ყველა ქართველს გამოგიგზავნოთ საუკეთესო სურვილები მომავალი წლისთვის." - წერს მეფე ჩარლზ III.

წერილს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში X-ზე აქვეყნებს.

კომენტარები