რუსეთი

რუსეთში კრასნოდარის ვიცეგუბერნატორი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სერგეი ვლასოვი

გასულ საღამოს რუსულმა სამთავრობო მედიებმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ქრთამის აღებისთვის კრასნოდარის მხარის ვიცეგუბერნატორი, სერგეი ვლასოვი დააკავეს.

აქამდე რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ ვლასოვი 23 მაისს, ქრთამის აღების დროს დააკავეს. როგორც შემდეგში სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედია ТАСС-მა წყაროს სიტყვები დაწერა, ვლასოვი დააკავეს მაშინ, როცა ის 1.3 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამს იღებდა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ ვიცეგუბერნატორა ქრთამს ერთ-ერთი დეველოპერი აძლევდა.

კრასნოდარის სამხარეო ადმინისტრაციაში РБК-სთან ირწმუნებიან, რომ ვლასოვი 23-24 მაისს სამუშაო ადგილზე იყო და მივალეობას ასრულებდა.

ვლასოვი, როგორც ვიცეგუბერნატორი, აკონტროლებდა მშენებლობის დეპარტამენტს არქიტექტურასა და ქალაქის განაშენიანებაში, ამავე მიმართულებით საქმიანობა ჩაბარებული ჰქონდა სამოქალაქო თავდაცვისა და გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროშიც.

32 წლის მაღალჩინოსანი, რომელიც მოჟაისკის სახელობის სამხედრო-კოსმოსური აკადემიის კურსდამთავრებულია, ამ პოზიციაზე 2022 წლის 1-ელ დეკემბერს დაინიშნა. რეგიონის ადმინისტრაციაში მუშაობა კი 2020 წლიდან დაიწყო, სწორედ მშენებლობის მთავარ სამმართველოში. აქამდე, 11 წლის განმავლობაში ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. როგორც სამხედრომ, მან გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალური და ზოგადი სამხედრო მიზნებისთვის შენობებისა და ნაგებობების მშენებლობასა და ექსპლუატაციაში.

ბოლო კვირებში რუსეთში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების დაკავებების ტალღა დაიწყო.

კომენტარები