რუსული კანონი

ო'ბრაიენი: იძულება არაა, თუ მატჩში მონაწილეობა გინდა, კლუბის წესებით უნდა ითამაშო

ჩვენი აზრით, ხელახლა დავადასტურეთ ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და NATO-ში. ეს წინა კვირას ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო. მივიჩნევთ, რომ ეს კონკრეტული კანონი, რიტორიკა, რომელიც მას თან ახლავს და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, EU-სა და NATO-სკენ სწრაფვის არჩევანთან შეუთავსებელია.

მე ასევე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა მხრივ არის წარდგენილი კანონი, ჩვენი აზრით, შეუსაბამო იმ გზასთან, რომელიც საქართველომ საკუთარ თავს განუსაზღვრა. ვენეციის კომისიამაც, ესე იგი ინსტიტუტმა ევროპაში, რომელიც ამ კანონებს აფასებს, ძალიან მკაცრი მოსაზრება გამოხატა ამ კვირას, რომელიც იმავეს ამბობს. შესაბამისად, საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს იძულება - არა,  მარტივია. თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე ისაა, რომ გადადგმული ნაბიჯები შეუთავსებელია როგორც გაწევრიანების მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან.  გვერჩივნა, რომ ტექნიკური, რუტინული საუბრები გვქონოდა, რადგან წამოჭრილი პრობლემატიკა არის პრობლემები, რომელთა წინაშეც ყველა ქვეყანა დგება და, როგორც წესი, ნორმალური გზით უმკლავდება.

თუმცა, ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოიცავს მთავრობის მოწინააღმდეგე ადამიანებზე ძალადობასა და ზეწოლას და კანონიერი ჩარჩოების შემოღებას, რომლებიც შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რომელთა განსახორციელებლადაც ეს მთავრობა იყო არჩეული. ეს ძალიან განსხვავებული საკითხია იმისგან განსხვავებით, რომლის დახატვაც ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა.

რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, მდივანმა აღნიშნა, რომ ყველანაირ თანამშრომლობას გადავხედავთ, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით კონკრეტულ ქმედებებზე წინასწარ საუბარს. ტექნიკურ რამეს ვიტყვი. გუშინდელი განცადების საფუძველზე სახელებს არ ვაქვეყნებთ. ამის საშუალებას კანონით დადგენილი უფლებამოსილება არ გვაძლევს. თუმცა, ნათელვყავით, თუ რა ტიპის ქმედებები არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ესენი არის ძალისხმევა დემოკრატიული პროცესების ძირის გამოსათხრელად, კერძოდ ძალადობისა და ზეწოლის გამოყენება. ასევე, კანონი არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც ეხება. კვლავ გავიმეორებ, ეს არ არის იძულებითი ტაქტკა. ეს არის განაცხადი, რომ თუ გსურს, იყო ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლო, მაგალითად, იმით, თუ რომელ სკოლაში დადის შენი შვილი, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით მოქცევა უნდა დაიწყო. მხოლოდ ამას ვამბობთ.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა ბრიფინგზე ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას

კომენტარები