კრიმინალი

სოფელ კორცხელში კაცმა ცოლი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.- ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის  ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები