რუსული კანონი

ნაცვლიშვილი კობახიძეზე: არ არის პრემიერმინისტრი, კრემლის პროპაგანდისტია

ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლებელია ადამიანებს სიცილის ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს. თუმცა მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სწორედ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად და აბსურდად ჩანს, მაგრამ მას აქვს ძალიან შორსმიმავალი, ძალიან მავნებლური მიზნები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი და პროპაგანდისტი კობახიძე, ის არ არის საქართველოს პრემიერმინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელსაც მოუწევს დაემშვიდობოს ძალაუფლებას არჩევნების გზით. 

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი. 

"ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისს სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრეს. 

კომენტარები