ფრენსის ბეკონის მოპარული ნამუშევრები

ესპანეთის პოლიციამ ფრენსის ბეკონის €5.4 მილიონად შეფასებულ მოპარულ ნახატს მიაგნო

https://www.rte.ie

ესპანეთის პოლიციის თქმით, მიაგნეს ირლანდიელი წარმოშობის მხატვრის, ფრენსის ბეკონის მოპარული ხუთი ნახატიდან მეოთხეს, რომლის ღირებულება 5.4 მილიონ ევროს შეადგენს.

2024 წლის თებერვალში, პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც მოპარული ნახატების ფლობაში იყვნენ ბრალდებულები, რისი მეშვეობითაც, გამოძიებამ საბოლოოდ მიაგნო ნამუშევარს მადრიდის ერთ-ერთ ბინაში.

გამოძების დაწყების დღიდან კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულობის ბრალდებით სულ 16 ადამიანი დააკავეს. კოლექციიდან დაკარგულ 3 ნამუშევარს 2017 წელს მიაგნეს. ნამუშევრების ჯამური ღირებულება 25 მილიონი ევროა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ  აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ  ჯგუფებთან დაკავშირებულ ესპანეთის მოქალაქეებზე გამოძება გაგრძელდება იმ იმედით, რომ ბოლო, მეხუტე ნახატსაც მალე მიაგნებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახატები ბეკონის მეგობრისა და ყოფილი საყვარლის, ხოსე კაპელოს ბინიდანაა მოპარული, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციის დამადასტურებელ კომენტარს არ ავრცელებს.

კომენტარები