მეტ გალა - "მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე" ნიუ-იორკის მეტროპოლიტანის მუზეუმში ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს იმართება. წლევანდელი მეტ გალას დრესკოდი დროის ბაღი (The Garden of Time) იყო ხოლო თემა "მძინარე სილამაზეები: მოდის გამოღვიძება". შესაბამისად, სტუმრების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჩაცმულობაში ფლორისტული მოტივები გაითვალისწინა.