დიდი ბრიტანეთი-სომხეთი

The Times: დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, სომხეთში არალეგალი მიგრანტები გაგზავნოს

დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, სომხეთში არალეგალი მიგრანტები გაგზავნოს. ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს 4 ქვეყანასთან: სომხეთთან, ბოტსვანასთან, კოტ დივუართან და კოსტა რიკასთან აწარმოებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუბარია ბრიტანეთსა და რუანდას შორის წარსულში მიღწეული შეთანხმების ანალოგის გაფორმებაზე.

რუანდასთან გაფორმებული შეთანხმება არალეგალი მიგრანტების მესამე ქვეყანაში გაგზავნას გულისხმობს და მათ სამშობლოში დაბრუნებას გამორიცხავს, სადაც, შესაძლოა, მათ საფრთხე ემუქრებოდეთ.

The Times-ის ცნობით, ბრიტანეთმა სომხეთთან მოლაპარაკებები გასული წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლეო დოკერტი სომხეთში ჩავიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე რუანდაში შეთანხმების გაფორმების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთს აქვს აფრიკული სახელმწიფოების სარეზერვო სიაც, სადაც ნგოლა, კაბო ვერდე, ტანზანია, ტოგო, სენეგალი და სიერა ლეონე შედიან.  მოლაპარაკებებზე უარი თქვეს გამბიამ, მაროკომ, ნამიბიამ და ტუნისმა.

როგორც The Times წერს, ბრიტანეთი არალეგალი მიგრანტებისთვის მესამე ქვეყნებს წელიწადნახევარია ეძებს. ქვეყნის პრემიერი, რიში სუნაკი იმედს გამოთქვამდა, რომ შეთანხმებას გასულ შემოდგომაზე გააფორმებდა, თუმცა, მოლაპარაკებები შეფერხდა რადგან ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუანდაში არალეგალი მიგრანტების გაგზავნა ჯერ ვერ შეძლო.

კომენტარები