ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხაბეიშვილი: ივანიშვილო, ლაზარე 9 წელი გამოკეტილი არ იქნება – არც 9 თვე

შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის, ყველა დააპატიმროს, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა.

"ძვირფასო" ხელისუფლებავ და ბიძინა ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი - არც 9 თვე. მაქსიმუმ, რამდენიმე თვეა დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი შესაძლებლობას გამოიყენებს და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით, აბუჩად აგდებითა და მოტყუებით? ვერ იხსენებთ? ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს.

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები