იყო მოსალოდნელი ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ გაიწელა. სამწუხაროა, რომ ასეთი განაჩენი გამოუტანეს ადამიანს. სასამართლო მაგათ ხელშია. ეს არის უსამართლო სამართალი, რომელიც არ უნდა მიიღოს ჩვენმა ხალხმა. ფაქტობრივად, ეს არის არა მხოლოდ ლაზარეს მიმართ გამოტანილი განაჩენი, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების მიმართ. იმიტომ, რომ ლაზარეს იმართ განხორციელებული ქცევა, არის განხორციელებული თითოეულ ჩვენთაგანზე.
ვალში ვართ მასთან. ვინც ვაპროტესტებდით შარშან ამ პროცესებს, ფაქტობრივად, იმავე სასჯელს ვიმსახურებთ, თუ ასე მივუდგებით.