რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვერსია წარუდგინა

თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ Novaya Gazeta Europe ავრცელებს. 

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება 2022 წელს სტამბოლში გამართული პირველი მოლაპარაკებების საფუძველზე შეიქმნა. 

თურქეთის სამშვიდობო შეთანხმება 10 პუნქტისგან შედგება: 

  • აშშ და რუსეთი იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე ხელახლა შეუერთდებიან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START-3) მომავალში მისგან ცალმხრივი გასვლის შესაძლებლობის გარეშე.
  • უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ინ გზებით ჩარევის აკრძალვა, რამაც, შესაძლოა ქვეყნის მთავრობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 
  • არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ომის გაყინვა.
  • 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებები: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეროვნული რეფერენდუმი, ასევე რეფერენდუმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
  • 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულება: უკრაინაში ეროვნული რეფერენდუმი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და რეფერენდუმები საერთაშორისო ზედამხედველობით უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა კონფლიქტის გაყინვამდე მოახდინა.
  • გარანტია, რომ 2040 წლამდე უკრაინა უბკოლო სახელმწიფო იქნება.
  • ომის პატიმრების გაცვლა.
  • რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

 

 

კომენტარები