რუსეთი

მურმანსკის გუბერნატორი მუცელში დანით დაჭრეს, მას ოპერაცია უტარდება

მურმანსკის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი
Ria Novosty

რუსეთში მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი ცივი იარაღით მუცელში დაჭრეს. 

შემთხვევა ქალაქ აპატიტიში მოხდა. გუბერნატორი მოსახლეობას კულტურის სახლში ხვდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მას შენობასთან კაცი დაესხა თავს და დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

ჩიბისი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ოპერაცია უტარდება.

სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს 42 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი ალექსანდრ ბიდანოვი. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც მედია Baza წერს ეჭვმიტანილი აყვანისას პოლიციამ ფეხში დაჭრა.

ალექსანდრ ბიდანოვი

 

კომენტარები