რუსული კანონი

POLITICO: საქართველოს მმართველი პარტია რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონს აბრუნებს

ტაბულა

ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოცემა POLITICO ეხმაურება.

"საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას საქველმოქმედო ორგანიზაციების, ზეწოლის ჯგუფებისა და ოპოზიციური მედიის აგენტებად მონათვლის შესახებ...

...რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია "შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან" და "ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით"...

...გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების მხარდაჭერის კრიმინალიზებას მოახდენს, რაც მსგავსია "LGBTQ+ პროპაგანდაზე" რუსეთის მკაცრი კანონების". - წერს POLITICO.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

კომენტარები