რეკლამა

საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

BOG

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა.


კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილის მფლობელი ბაჩანა უგრეხელიძე გახდა, მეორე ადგილი ნინი გაფრინდაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კი - საბა ყარაზანაშვილმა დაიკავა.


წელს კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილეობას 12 ახალგაზრდა იღებდა, რომლის ფარგლებშიც, კონკურსანტებმა გამოსასვლელი სიტყვა მოამზადეს თემაზე: A great leader can change the world in an instant (კარგ ლიდერს სამყაროს შეცვლა მყისიერად შეუძლია).

აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის მფლობელი, ბაჩანა უგრეხელიძე საქართველოს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის ფინალზე წარადგენს.

„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების და იმის, რომ მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს საჯარო მეტყველების კონკურსი იკავებს. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და საქართველო ლონდონში
გამართულ საერთაშორისო ტურზეც კი წარადგინონ. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ როგორც გამარჯვებულებს, ასევე თითოეულ კონკურსის მონაწილეს“, - აღნიშნა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელმა.


ინფორმაციისთვის, English-Speaking Union-ი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან კი პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს ბანკი და ინგლისურ ენაზე
მოლაპარაკეთა კავშირი. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი დღესდღეობით 1 000 000-მდეა.

კომენტარები