ხანძარი სტამბოლში

სტამბოლში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბ Masquerade-ში დღის საათებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

მერის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს და დაშავებულებს საავადმყოფოში მკურნალობენ. ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე 6 ადამიანი დააკავეს.

ღამის კლუბი ბეშიქთაშის რაიონში 16-სართულიანი შენობის ქვემოთ მდებარეობდა.

კომენტარები