რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრანტ შაფსი: უკრაინის იერიშების შედეგად შავ ზღვაში რუსეთის ფლოტი "ფუნქციურად არააქტიურია"

PA

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის ძალების იერიშების გამო შავ ზღვაში რუსეთის ფლოტი "ფუნქციურად არააქტიურია". შაფსის თქმით, პუტინს უკრაინის უკანონო ოკუპაცია ძვირად უჯდება და ამის მაგალითია თითქმის განადგურებული რუსული ფლოტი შავ ზღვაში. 

"რუსეთი შავ ზღვაში ფლოტს 1783 წლიდან ფლობს, თუმცა ახლა იძულებულია ფლოტის პორტში გაჩერებით შემოიფარგლოს და იქაც კი, პუტინის გემები იძირებიან" - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. 

24 მარტს უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ორი რუსული საბრძოლო ხომალდი და ფლოტის სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. 

კომენტარები