რუსეთი

რუსული ტელეგრამები: მოსკოვის გზაზე სატვირთო სამხედრო ავტობუსს შეეჯახა, მოძრაობა შეფერხდა

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

რუსული ტელეგრამ-არხები: BAZA, ASTRA და 112 ავრცელებენ ცნობას, რომ მოსკოვის წრიულ გზაზე დიდი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ASTRA-სა და 112-ის ცნობით, МКАД-ის (მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა) 45-ე კილომეტრზე სატვირთო მანქანა მაღალი სიჩქარით შეეჯახა სამხედრო ავტობუსს. ძლიერი შეჯახების შედეგად ორივე მანქანა აფეთქდა. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

BAZA წერს, რომ აფეთქდა ავტობუსის ბუნებრივი აირის ავზი. მათივე ცნობით, მოძრაობა მოსკოვის წრიულ საავტომობილო გზის ნაწილზე შეიზღუდა.

ადგილზე მუშაობენ გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის თანამშრომლები. შეჯახების დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები