თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

მედია: მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

CNN-ის ცნობით, ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS-ის მოკლე განცხადება ტერორისტულ დაჯგუფებასთან აფილირებულმა სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მტკიცებულება არ გაუვრცელებია.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარი Telegram-ის არხის საშუალებით აიღო. გამოცემა აზუსტებს, რომ ცნობა დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წარსულშიც აუღია ისეთ ტერაქტებზე პასუხისმგელობა, რომლებთანაც კავშირი არ ჰქონია.


მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები