თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსული მოხალისეთა კორპუსი: მოსკოვის თავდასხმაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ მიგვიღია

უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია". - უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები