თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

თეთრი სახლი: მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინელების მონაწილეობაზე არაფერი მიანიშნებს

თეთრი სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ.

"ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი". - უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს. 

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

ტელეგრამ-არხი Baza-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. პარალელურად, ტელეგრამ არხი 112 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საეოლჩოებიც.

"საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ". - წერდა აშშ-ს საელჩო მოსკოვში.

კომენტარები