რუსეთი

რუსი ჟურნალისტი ვასილი უტკინი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი ჟურნალისტი და კომენტატორი ვასილი უტკინი

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, კომენტატორი და წამყვანი ვასილი უტკინი 52 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული სამსახური უტკინის მეგობრებზე დაყრდნობით ადასტურებს

ტელეგრამ არხ Baza-ს ცნობით, უტკინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი სასწრაფო მანქანით პიროგოვის საავადმყოფოს კარდიოლოგიის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ჟურნალისტური კარიერის მანძილზე უტკინი ტელეარხ NTV-სა და NTV+-ზე მუშაობდა, სადაც სატელევიზიო პროგრამები მიჰყავდა. იგი ასევე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი "ეგრისის" მფლობელი იყო და მის იუთუბ არხს 600 000-მდე გამომწერი ჰყავდა.

უტკინმა 2011 წელს მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მიტინგი ჩაატარა, ხოლო 2018 წელს კრემლის ზეწოლით, იგი რუსეთის მსოფლიო თასის კომენტატორად არ დაუშვეს.

2020 წელს უტკინმა ასევე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საწინააღმდეგო მიმართვას მოაწერა ხელი, რომელიც პუტინის ძალაუფლების გაფართოებას გულისხმობდა და რუსეთს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს უწოდებდა.

კომენტარები