რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებას სეპარატისტების ე.წ. მთავრობა უკრაინულ მხარეს აბრალებს

დნესტრისპირეთის პრორუსულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ კვირას სეპარატისტულ რეგიონში მომხდარი აფეთქება უკრაინიდან გაშვებულმა გამოიწვია. მოგვიანებით, მოლდოვამ სეპარატისტული "მთავრობის" მიერ გავრცელებული განცხადებების სისწორე უარყო. თავის მხრივ, უკრაინა რუსეთს დნესტრისპირეთის რეგიონში "პროვოკაციის მოწყობაში" ადანაშაულებს.

სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ ტირასპოლის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდნენ, რომ "აფეთქება კამიკაძე დრონის იერიშმა გამოიწვია". მათი თქმით, დრონი უკრაინის ოდესის რეგიონიდან იყო გაშვებული. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთვის მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მოლდოვის თქმით, თავდასხმის შესახებ ცნობებს ვერ ადასტურებენ: "კიშინიოვში მყოფი ხელმძღვანელობა, რომელიც უკრაინულ მხარესთან არის კავშირში, ვერ ადასტურებს დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ თავდასხმას". - განაცხადა მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურომ. მოლდოვის თქმით, აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი "რეგიონში შიშისა და პანიკის გამოწვევის მცდელობაა".

კომენტარები