ციმბირის ბატალიონი

პროუკრაინული რუსული ჯგუფი: იჩქერიის მებრძოლებთან ერთად რუსეთის ერთერთი დასახლება დავიკავეთ

ციმბირის ბატალიონის მებრძოლები
Telegram

პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერს, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა.

უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2010 წლის მონაცემებით დასახლებაში 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.


12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

17 მარტს საბრძოლო ჯგუფების ხელმძღვანელობამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პუტინს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისკენ მოუწოდა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა კირილო ბუდანოვმა ჯგუფებს შეძლებისდაგვარად დახმარებას დაპირდა.

კომენტარები