საქართველო-რუსეთი

Red Wings-ი გროზნოდან თბილისსა და ბათუმში პირდაპირი ფრენების დამატებას გეგმავს

13 მარტს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა მისცა.

Red Wings-ს სურს ფრენების დამატება შემდეგი მიმართულებებით: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი.

თითოეულ მიმართულებაზე გაიცა ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად. რუსული ავიაკომპანიის ახალი ფრენების დასაწყებად საჭიროა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც. 

კომენტარები