ირანი-რუსეთი-ჩინეთი

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

aa.com.tr

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. სამხედრო წვრთნებში რუსული, ჩინური და ირანული საზღვაო სამხედრო ძალების ხომალდები მონაწილეობენ. წვრთნები 11 მარტს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჯერ კიდევ 2023 წელს გეგმავდნენ. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სიტყვებით, ომანის ყურეში მიმდინარე წვრთნების მიზანია "რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების ერთობლივად შენარჩუნება". 

ერთობლივი სამხედრო წვრთნები ომანის ყურეში რამადანის წმინდა თვის პირველ დღეს დაიწყო. რამადანის დაწყების მიუხედავად სამხედრო იერიშები გრძელდება ჰამას-ისრაელის ომშიც და წითელ ზღვაშიც, სადაც ჰუსიტები იემენის ტერიტორიიდან ზღვაში მიმავალ დასავლურ კომერციულ გემებს თავს ესხმიან. 

კომენტარები