რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში დრონების იერიში მოიგერიეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში უკრაინული დრონების თავდასხმები მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ბრიანსკის ოლქში 4, ხოლო ორიოლის ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამოყენებით. 

დამატებითი დეტალების რუსეთის სამხედრო უწყებას არ დაუზუსტებია. აქამდე ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა დაწერა, რომ ჩამოაგდეს ორი დრონი. როგორც ის ირწმუნებოდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. 

კომენტარები