რეკლამა

ბაკურიანში ბავშვთა თასი 2024 გაიმართება – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი (რ)

BOG

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool Card-ი ბავშვთა თასი 2024-ის მხარდამჭერია.

10 მარტს ბაკურიანში გაიმართება ბავშვთა თასი 2024, რომლის ფარგლებშიც რეგიონის სპორტსკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.

შეჯიბრის შედეგად U10, U12, U14 ასაკობრივ კატეგორიებში 6 გამარჯვებული გამოვლინდება.


"ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია 2018 წლიდან ყოველ წელს ატარებს ბავშვთა სათხილამურო შეჯიბრს. ბავშთა თასის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრების, მათ შორის, საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით შეჯიბრი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობენ ხელს სფეროს განვითარებას“ - ამბობენ მთის კლუბების ასოციაციაში. 


„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ ბავშვთა თასი 2024-ის მხარდამჭერები ვართ. ღონისძიება წარმოადგენს შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შეიძინონ ახალი მეგობრები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბაკურიანში. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიძენენ“ - ამბობენ საქართველოს ბანკის გუნდში.

კომენტარები