რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, სამარის ოლქში სარკინიგზო ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო

Wikimepia

4 მარტის დილას, რუსეთში, სამარის ოლქში, მდინარე ჩაპაევკაზე გადებული ხიდი აფეთქდა. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის დაზვერვის სამსახურმა აიღო.

"2024 წლის 4 მარტს, დაახლოებით 6 საათზე, საყრდენი კონსტრუქციების აფეთქების შედეგად დაზიანდა ხიდი". – წერია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის თქმით რუსეთი ხიდს სამხედრო ტვირთის, კერძოდ ქარხანა პოლიმერის მიერ წარმოებული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის გადასაზიდად იყენებდა. 

ამ ეტაპზე რუსულ მედიაში წერია, რომ "დაზიანებული მეტალის კონსტრუქცია, ხოლო ხიდის ბეტონის ნაწილი უვნებელია".

კომენტარები