ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.